среда, 16 декабря 2009 г.
ბერძნები
ისტორია:
საქართველოში სხვა ეროვნებებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ბეძნები იყვნენ. 1989 წლის აღწერით მათი რიცხვი ასიათასს უდრიდა.90იანი წლებიდან დაიწყო მათი მიგრაცია საბერძნნეთში 2002 წლის მონაცემებით 15 ათასამდე იყო მათი რიცხვი.
ბერძნები ორ ჯგუფად იყოფიან: ანატოლიელი ბერძნები, რომელთა მშობლიური ენა თურქულია(ურუმები) და ბერძნულ ენოვანი ანუ პონტოელი ბერძნები(რომეები). ურუმები ძირითადად ცხოვრობენ თრიალეთში(წალკასა და თეთრი წყაროს რაიონებში), ხოლო პონტოელი ბერძნები აფხაზეთსა და აჭარაში, ბორჯომის რაიონსა და ნაწილობრივ თრიალეთში დასახლდნენ.
საქართველოში მცხოვრები ბერძნების წინაპრები ანატოლიიდან ჩამოვიდნენ. თურქეთის ამ პროვინციიდან მათი საქართველოში ჩამოსახლება ერეკლე მეორეს დროს დაიწყო. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, მეფე ერეკლემ ანატოლიიდან ბერძენი ოსტატები ახტალაში რკინის, ვერცხლის და ოქროს საბადოების დასამუშავებლად მოიწვია. 1829-1830 წლებში კი საქართველოში ბერძენთა პირველი დიდი ნაკადი ჩამოასახლეს. მათ საცხოვრებელი მიწები თრიალეთის მხარეში გამოუყვეს. ბერძნებმა იქ რამდენიმე სოფელი გააშენეს. მათ შორის ყველაზე დიდი იყო ბარმაქსიზი, რომლის ადგილზეც შემდეგ ქალაქი წალკა დაარსდა.
ერთმორწმუნე ბერძნებს ქართველობა იოლად შეეგუა. საქართველოში ჩამოსული ბერძნები თურქეთის ტერიტორიაზე, შავი ზღვის პირას ცხოვრობდნენ და ამიტომ, პონტოელ ბერძნებს ეძახდნენ. მათ კულტურასა და ენასაც თურქული გავლენა ეტყობოდა. ემიგრანტებმა საქართველოშიც ამ ბერძნულ-თურქული კულტურის ნარევი ჩამოიტანეს.
პონტოელ ბერძნებს თურქებმა ულტიმატუმი წაუყენეს. მათ ენა ან სარწმუნოება უნდა დაეთმოთ. ბერძნება ქრისტეს რჯულს არ უღალატეს. სარწმუნოება იყო ის ერთადერთი ფასეულობა რაც ბერძნებმა უცვლელად შეინარჩუნეს. ამიტომ საქართველოში ჩამოსახლებისთანავე ტაძრების მშენებლობა დაიწყეს.
ბერძნები საქვეყნოდ ცნობილი ქვის მთლელები არიან. სართველოშიც მათ სახელი სწორედ შეუდარებელი ოსტატობით გაითქვეს. თბილისსა და სხვა ქალაქებში პონტოელმა ბერძნებმა ბევრი შენობა ააშენეს. ამ შენობების დიდი ნაწილი თბილისის ძველ უბნებშია განთავსებული
ქართველი ბერძნების სადღესასწაულო რიტუალები თუ ყოფითი წეს-ჩვეულებები უმეტესწილად ქართულია. ისტორიულ სამშობლოსთან საუკუნეების განმავლობაში გაწყვეტილი კონტაქტის გამო, მათ თითქმის აღარ შემორჩათ ჭეშმარიტი ბერძნული ტრადიციები.
მოფლიოსი სახელგანთქმული ალექსანდრე მაკედონელი ბერძენი იყო ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძნ.: Μέγας Αλέξανδρος; ივლისი, დ. 20 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323), ასევე ალექსანდრე III, მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო რა თითქმის მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის,გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამეხდრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.
ბერძნული კულტურა უძველესი დროიდან ცნობილია,ალბათ საკმარისი იქნება დავასახელოთ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები და ხელოვნების მოღვაწენი,რომ წარმოდგენა შეგვექმნას მათზე.
ბერძნული ფოლკლორიდან აღსანისნავია ცეკვა "სირტაკი" და სხვ.
Подписаться на:
Сообщения (Atom)